გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე

გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე. ამ ინფორმაციით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა მედიასაშუალება Deutsche Welle-ის კითხვას.
“განახლდება იმ პირთა მიღების პროცედურები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებიან თავიანთი მუშაობისთვის სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ან ვისი მიღებაც სხვა მიზეზებით წარმოადგენს პოლიტიკურ ინტერესს” – აცხადებს სამინისტრო.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული როდის განახლდება დოკუმენტების მიღება რუსებისგან და ბელარუსებისგან.
მორატორიუმის გაუქმების შესახებ მანამდე, ღია კარის დღეზე უკვე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისა და ბელარუსის საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხაილ ნოვაკმა.
გერმანია უწინ გასცემდა ჰუმანიტარულ ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებოდნენ ომის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და რუსეთში, ირანსა და ბელარუსში რეჟიმების კრიტიკისთვის. 2022 წლის მაისის შემდეგ ამგვარი ვიზები გაიცა რუსეთის 2500-მდე მოქალაქეზე, 2021 წლის მარტის შემდეგ – ბელარუსის 400-ზე მეტ მოქალაქეზე.
ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა 2025 წლის ივლისში, მას მერე, რაც ახალმა მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს უცხოელთა მიღების პროგრამები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე