გერმანია არ აპირებს უკრაინელი ლტოლვილების უკან – საომრად გაბრუნებას

რუსეთთან საომრად ჯარისკაცების მობილიზების საქმეში უკრაინის პრობლემებს არ მოჰყვება არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინელების მიმართ, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, – ამის შესახებ განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა.
“ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ადამიანებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს ან მათი ნების წინააღმდეგ სამხედრო სამსახურს ვაიძულებთ“, – უთხრა ბუშმანმა dpa-ს.
ში მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ მიიზიდონ ჯარისკაცები არმიაში, რომელსაც დამატებით 450 ათასიდან 500 ათასამდე სამხედრო ესაჭიროება რუსეთთან თითქმის ორი წელიწადია მიმდინარე ომში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა დასავლეთის მედიას, რომ უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ მობილიზაციას „მგრძნობიარე საკითხი“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ