გერმანიაში „ჰამასის“ შესაძლო მომხრეებს ეძებენ

გერმანიის რამდენიმე ფედერალურ რეგიონში „ჰამასის“ შესაძლო მომხრეებთან, ასევე პრო-პელესტინური მოძრაობის, „სემიდუნის“ წევრებთან პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერმანიის შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ და უშიშროების სამსახურმა 15 ობიექტი შეამოწმეს, მათ შორის კერძო ბინები.
2 ნოემბერს გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოძრაობა „ჰამასის “ და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან“ დაკავშირებული „სემიდუნის“ საქმიანობა იკრძალება.
გერმანიის შს მინისტრის თქმით, ჩხრეკის მიზანი ტერორისტებთან დაკავშირებული პირების მტკიცებულებების ამოღებაა. „ჩვენ რადიკალურ ისლამისტებს მიზანმიმართულად ვდევნით და არ დავუშვებთ, რომ გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ ქება-დიდება მოხდეს, რომელიც ს წინააღმდეგ ბარბაროსულ ტერორში მონაწილეობს.
გერმანიის შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „ჰამასის“ დაახლოებით 450 მომხრე იმყოფება. ეს პირები „ჰამასის“ პოპულარიზაციით და ამ ორგანიზაციისთვის თანხების შეგროვებით არიან დაკავებულები.