გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „დოიჩეველე“ წერს. შემთხვევა ბავარიის მხარეში, დინგოლფინგის მახლობლად მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმის ბრალდებით დაკავებულია ხუთი მამაკაცი, მათგან სამი მაროკოელი, ერთი ეგვიპტელი და ერთი სირიელია.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილებს ჰქონდათ გეგმა, ავტომობილის გამოყენებით განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა საშობაო ბაზრობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში