გერმანიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა – გარდაცვლილია სამი ადამიანი

სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა შტუტგარტთან ახლოს, რიდლინგენში მოხდა.
მატარებლის ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობებით, უბედურ შემთხვევამდე რეგიონში ძლიერი შტორმი იყო.
მატარებელი სიგმარინგენსა და ულმს შორის 90 კმ-იან მარშრუტზე მოძრაობდა. ბორტზე დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა, როცა ორი ვაგონი ტყიან მონაკვეთზე რელსებიდან გადავიდა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კონტაქტზეა შს და ტრანსპორტის მინისტრებთან, რათა სამაშველო ჯგუფებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოთ.