გერმანიაში ვალის რეფორმის გეგმაზე მერცის ბლოკი და სოციალ-დემოკრატები „მწვანეებთან“ შეთანხმდნენ

გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული CDU/CSU ბლოკი, რომლის ლიდერიც ფრიდრიხ მერცია და სოციალ-დემოკრატები (SPD) „მწვანეებთან“ სახელმწიფო სესხების მასიური ზრდის გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.
ვალის რეფორმის გეგმა, რომელიც ერთობლივად წამოაყენეს კონსერვატორებმა და სოციალ-დემოკრატებმა, გაათავისუფლებს თავდაცვის ხარჯებს ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალის შეზღუდვისგან და 500 მილიარდ ევროს გამოყოფს სპეციალური ფონდისთვის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებისთვის.
ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ კომპრომისი მოიცავს 100 მილიარდი ევროს გამოყოფას კლიმატისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ფონდისთვის.
მერცის კონსერვატორებმა და სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთავრობის ფორმირებაზე, ს შემდეგ, შესთავაზეს 500 მილიარდი ევროს ფონდი ინფრასტრუქტურისთვის და სესხის აღების წესების ძირეული ცვლილებები თავდაცვის გასაძლიერებლად და ევროპის უდიდესი ეკონომიკის ზრდის აღდგენისთვის.
გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ვალის რეფორმაზე შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომ „გერმანია დაბრუნდა“.
„ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ოპონენტებისთვის, ჩვენი თავისუფლების მტრებისთვის: ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი და ახლა სრულად მზად ვართ თავის დასაცავად“, – განაცხადა მერცმა.
მერცმა თქმით, ელოდება, რომ გერმანია ს 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს მას შემდეგ, რაც ზედა პალატა ვალის რეფორმას მიიღებს.
„არ იქნება ფინანსური რესურსების დეფიციტი ჩვენს კონტინენტზე თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად… გერმანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპაში თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვაში“, – განაცხადა მერცმა.
„მწვანეებმა“ თავდაპირველად უარი თქვეს გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც საჭიროებდა მათ ხმებს ორი მესამედის უმრავლესობის უზრუნველსაყოფად, რომელიც საჭირო იყო ბუნდესტაგში, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.
მერცის მიზანია უზრუნველყოს თანხები ახალი ბუნდესტაგის შეკრებამდე, სადაც ისინი დაბლოკვის რისკის ქვეშ არიან ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე დეპუტატების მიერ.
როგორც Deutsche Welle წერს, მოქმედმა ბუნდესტაგმა, შესაძლოა, ეს პაკეტი სამშაბათს მიიღოს.