გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო მიმდინარეობს

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიანი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ დაინიშნა. ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხებია: იმიგრაცია, გერმანიის ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან სოციალური კავშირის“ ალიანსი, ფრიდრიხ მერცის ლიდერობით, პირველ ადგილზეა 30 პროცენტით. გამოკითხვებით მეორე ადგილზეა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 21 პროცენტით. მმართველი „სოციალ დემოკრატები“, კანცლერ ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით მესამე ადილზე არიან 16 პროცენტით. 13 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებენ „მწვანეები“ ამჟამინდელი ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის ლიდერობით.
გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი