გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სამი მოქალაქე მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაკვეთით, გერმანიაში, სატვირთო ტრანსპორტზე თავდასხმის მომზადებაში.
გერმანული მაუწყებელი DW პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ორი უკრაინელი 9-13 მაისს გერმანიაში დააკავეს, ხოლო ერთი – 14 მაისს, შვეიცარიაში.
პროკურატურის თანახმად, ისინი გეგმავდნენ უკრაინაში გაეგზავნათ ამანათები ასაფეთქებელი მოწყობილობებით, რომლებიც ტრანსპორტირების დროს, გერმანიაში უნდა ამოქმედებულიყო.
საქმეს სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყება იძიებს.
ფორუმი
