გერმანიაში გამოჩნდა ის ძალა და სული, რაც გვაქვს ქართველებს – გიორგი მამარდაშვილი

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოს პატრიარქმა დალოცა. მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სასულიერო პირებს დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე ისაუბრა გულშემატკივრების შესახებ. მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ქომაგების თანადგომამ აჩვენა ის სულისკვეთება, რაც ქართველებს გააჩნიათ.
“ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამიხდა. მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. მადლობა მთლიან საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ძალა და ის სული, რაც გვაქვს ქართველებს. ეს მე ვიცოდი, მაგრამ ვაჩვენეთ მსოფლიოს და ამის გამო დიდი მადლობა”, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.