გერმანიაში გაკოტრების ეპიდემიაა – Bild

გერმანიაში გაკოტრების მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის პირველ 6 თვეში ეს მაჩვენებელი თითქმის 30%-ით გაიზარდა.
გამოცემა Bild წერს, რომ ეკონომიკის მკვლევართა ასოციაციის Creditreform-ის მონაცემებით, პირველ 6 თვეში გერმანიაში კომპანიის დაახლოებით 11 000 გაკოტრება დაფიქსირდა, რაც თითქმის 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„2024 წლის პირველ ნახევარში კომპანიები აგრძელებენ ბრძოლას 2023 წლის რეცესიის შედეგებთან, მიმდინარე კრიზისებთან და სუსტ ეკონომიკურ განვითარებასთან“, – განმარტა Creditreform-ის ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელმა პატრიკ-ლუდვიგ ჰანცშმა.
ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ წელს გერმანიაში ბიზნესის გადახდისუუნარობის დონე გაიზრდება.
Creditreform ასევე მიიჩნევს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში გაკოტრება დაახლოებით 133 000 თანამშრომელი შეეხო. უფრო მეტიც, 2023 წლის იმავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა 125 000 ადამიანს მიაღწია.