გერმანიაში ათასობით პირმა, შოლცის ჩათვლით, მიიღო მონაწილეობა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში

ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქემ – მათ შორის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა – მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ.
გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში – 25 000-მდე პირმა.
აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს