გერმანიასა და საფრანგეთში, წყალდიდობის გამო, რამდენიმე რეგიონი დაზარალდა

გერმანიასა და საფრანგეთში, წყალდიდობის გამო, რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. ყველაზე დიდი ზიანი ტურინგიისა და ქვედა საქსონიის რეგიონებს მიადგა გერმანიაში. უხვი ნალექის გამო, მდინარეებში წყლის დონე გაზრდილია. არსებობს საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე.
წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს საფრანგეთშიც. საფრთხის დონე გაზრდილია ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. უხვი ნალექი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე