გერმანიამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები და დრონები გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების სია განაახლა, რომელიც ათასობით საარტილერიო ჭურვისა და დრონის მიწოდებას ადასტურებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სიის თანახმად, დეკემბრის ბოლოდან გერმანიამ ს 155 მმ კალიბრის 14 000 ჭურვი და 122 მმ კალიბრის 19 000 ჭურვი, ასევე Leopard 1 ტანკების საბრძოლო მასალა გადასცა.
კიევმა ასევე მიიღო HF-1 ტიპის 600 თავდასხმის დრონი, VECTOR-ის ტიპის 50 სადაზვერვო დრონი, RQ-35 HEIDRUN ტიპის 46 სადაზვერვო დრონი და SONGBIRD-ის ტიპის 43 სადაზვერვო დრონი.
გერმანიის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ასევე მოიცავდა 120 მმ-იან 11 000 საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, საველე სათვალეებს, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, RCT-30 Boxer-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ნაღმებისა და ჩასაფრებისგან დაცულ 277 მანქანას, ასევე RCH 155 ტიპის 18 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს.
უკრაინის მიერ შეკვეთილი ამ 54 ჰაუბიციდან პირველი პარტია ქვეყანას პირადად გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გადასცა.
გამოცემა Spiegel-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის იარაღის დამატებითი, დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტის გადაცემის საკითხზე გერმანიის მთავრობაში დავა წარმოიშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება