გერმანიამ უკრაინას შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი პარტია გადასცა

გერმანიამ 16 თებერვალს ს სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის ტექნიკისა და ტყვია-წამლის გარდა რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორიც არის. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში ჯავშანტრანსპორტიორების შესახებ კონკრეტულად მითითებული არ არის, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ უკრაინამ მიიღო დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა ტიპის დრონი, 1 საინჟინრო ტანკი, 9 გამნაღმველი ე.წ. მტრალავი და 3 ავტომობილი მესაზღვრეთათვის.
“მიწოდება ხორციელდება სამრეწველო საწყობებიდან, და ფინანსდება გერმანული ფონდებით უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ასევე ტარდება წინასწარი მოსამზადებელი ღონისძიებები”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის ანგარიშში.
პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბერლინში ორმხრივ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.

ასევე დაგაინტერესებთ