გერმანიამ უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

გერმანიამ 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს , – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობა უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი პროექტების, ბაზრების ინტეგრაციისა და ფედერალური საინვესტიციო გარანტიების მეშვეობით გეგმავს.
„უკრაინის ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვისთვის და მომავალი რუსული აგრესიის შეკავების მიზნით უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გეგმის თანახმად, გერმანია და თავდაცვის სფეროში კვლევებისა და ერთობლივი წარმოების მიზნით უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
ასევე, გეგმაში აღნიშნულია, რომ გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები მაღალი დონის კონსულტაციებს რეგულარულად გამართავენ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს