გერმანიამ სირიელ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენა ტეილორ სვიფტის კონცერტზე ჩაშლილ თავდასხმაში მონაწილეობისათვის

გერმანიამ სირიელ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში, რომელიც შარშან ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმას გეგმავდა.
ბრალდების თანახმად, მოჰამედ ა.-ს სახელით ცნობილი ეჭვმიტანილი პოტენციურ თავდამსხმელს ეხმარებოდა არაბულ ენაზე ბომბის დამზადების ინსტრუქციების თარგმნაში და ისლამური სახელმწიფოს წევრთან ონლაინ დაკავშირებაში.
პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა გასული წლის აგვისტოში ავსტრიის დედაქალაქის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით. თავდასხმის საფრთხის გამო მომღერალმა სამივე კონცერტის გააუქმა.
„მოჰამედ ა. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) იდეოლოგიას იზიარებდა 2024 წლის აპრილიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. „2024 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტომდე ის კონტაქტში იყო ახალგაზრდა ავსტრიელთან, რომელიც ვენაში მომღერლის, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ბომბის აფეთქებას გეგმავდა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ