გერმანიამ რუსეთიდან ელჩი ბერლინში გამოიძახა, პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი – კონსულტაციების გამართვისთვის მას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და გამოაკლდება ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციას.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები “მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება”. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.
7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო ს შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.