გერმანიამ ბალტიის საზღვაო ძალების სათავო ოფისი გახსნა

გერმანიამ,ბალტიის ზღვის საკითხების სამართავად, ორშაბათს, ახალი მრავალეროვნული საზღვაო სათავო ოფისი გახსნა. მას ნატოს ოპერაციების წარმართვის უფლებამოსილება და შესაძლებლობა ექნება.
“ჩვენი გზავნილი, ჩვენი პარტნიორებისთვის და მათთვის, ვინც ჩვენს მშვიდობას ემუქრება, მარტივია: გერმანია მკიცედ უერთგულებს თავის ვალდებულებებს”, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
“ეს სათავო ოფისი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებას იმაში, რომ მომზადდეს სამხედრო სიტუაციის თაობაზე ანგარიშები და უპასუხოს რეგიონულ გამოწვევებს, მათ შორის, ნატოს წევრი სახელმწიფოების ინტერესების დასაცავად, მათ წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისგან, განსაკუთრებით კი რუსეთთან სიახლოვის გათვალისწინებით”, – თქვა პისტორიუსმა.
ამ ოფისის გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატოსთვის ბალტიის ზღვის მნიშვნელოვა იზრდება. განსაკუთრებით კი, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობის გამო. რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი კალინინგრადთანაა განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ