გერმანელების უმეტესობა ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავდა – გამოკითხვა
გერმანელთა უმრავლესობა მხარს დაუჭერდა კანონს, რომელიც კრძალავს 16 წლამდე ბავშვების სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს შედეგი აჩვენა სოციოლოგიური ინსტიტუტის YouGov-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.
წელს ასეთი კანონი ავსტრალიაში მიიღეს, რამაც მწვავე დისკუსიები გამოიწვია ეროვნულ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელების 77% სრულად ან გარკვეულწილად მხარს უჭერს მსგავსი კანონის შემოღებას მათ ქვეყანაში. სოციალური ქსელების შეზღუდვას მხოლოდ 13% ეწინააღმდეგებოდა.
გარდა ამისა, გერმანელების 82% თვლის, რომ სოციალური ქსელები უარყოფითად აისახება ბავშვებსა და მოზარდებზე.