გენპროკურორმა თანამშრომლები, მათ შორის, სინდისის პატიმრების პროკურორები დააჯილდოვა

გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის თანამშრომლები, მათ შორის, სინდისის პატიმრების საქმის პროკურორები მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულებს შორის არიან: ნათია თათიაშვილი; ვაჟა თოდუა; ანი ხუბეჯაშვილი; ნუგზარ ჭიტაძე; თამარ იაკობიძე; თორნიკე გოგეშვილი; ვახტანგ ცალუღელაშვილი; შმაგი გობეჯიშვილი.
“თითოეული თქვენგანი ხართ ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საყრდენი, თქვენს ერთგულებასა და თავდადებაზე დგას დღეს ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და პრინციპულობა უზრუნველყოფს, რომ „სამართალი“ იყოს არა ლიტონი სიტყვა, არამედ უმაღლესი ღირებულება, რომელიც იცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს”, – თქვა გაბიტაშვილმა ცერემონიაზე.