გენო თებიძე – თვითმარქვია აჭარის უმაღლეს საბჭოში “ძლიერ საქართველოს” მანდატი შეუწყდა

არალეგიტიმურმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ჩვენივე განცხადების საფუძველზე, სადეპუტატო უფლებამოსილება შეგვიწყვიტა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გენო თებიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარის „თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას“, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში „ობიექტურ კითხვებს აჩენს“.
“მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჰყავს თვითმარქვია თავმჯდომარე, ვინაიდან, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მივმართე დავით გაბაიძეს, განცხადებაში ე.წ თავმჯდომარე მოხსენიებული იყო, როგორც თვითმარქვია. ამ შეფასების გამო, თავის დროზე წერილს არ იბარებდა კანცელარია.
არაკონსტიტუციურ უმაღლეს საბჭოში მუშაობაზე უარი ს შედეგების გამოცხადებისთანავე ვთქვი, რადგან ის არ ასახავს აჭარის მოსახლეობის ნებას და როგორც ქვეყნის მასშტაბით, აქაც ოლიგარქმა მუქარითა და მოსყიდვით მიიტაცა არჩევნები, წაგვართვა ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობა და ევროპული მომავალი.
ბრძოლა გრძელდება. აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყანაში ხელახალ არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი სამუდამოდ ჩამოშორდება მმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარაში გვექნება სრული კოლაფსი როგორც კორუფციის, ასევე ს ურბანული განადგურების კუთხით.
აჭარის თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში ობიექტურ კითხვებს აჩენს”, – აღნიშნა თებიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა