გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა.
პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე. იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება