გენერალი ჯეიმს ჯონსი – ვლადიმირ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს

თუ რუსეთს უფლება ექნება, რომ საზღვრების შეცვლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულებით, ეს ყველა შემთხვევაში, ცუდი ამბავია, ალიანსი [ნატო] ამას წინ უნდა აღუდგეს – ეს ისევ იმას უბრუნდება, რატომაა უკრაინის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი , – ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის 4-ვარსკვლავიანმა გენერალმა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიმს ჯონსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხავს იმის შესახებ, რომ „ ოჩამჩირეში, აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნაზე მუშაობს“.
მისი თქმით, მართალია, ვლადიმირ პუტინი ახლა დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.
„არ მგონია, რომ რუსეთს უსაზღვრო რესურსები აქვს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად მცირეა ჩვენი, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების შიდა პროდუქტთან შედარებით. მართალია, ვლადიმირ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.
ვფიქრობ, ის თვლის, რომ დასავლეთის ნება დროებითია, კონკრეტულად კი ეს ს ეხება. იმედი მაქვს, რომ ამ შეფასებაში ის ცდება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორი „მესიჯი“ გააგზავნონ, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა ალიანსის მისწრაფებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯეიმს ჯონსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები