გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უკვე მეორე წელია უერთდება.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს. მისი თქმით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
„მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ვინაიდან დუმილი გამოსავალი არ არის“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს. 25 ნოემბერს კი თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)