საჯარო მოხელემ, დიპლომატიური პასპორტის მფლობელმა დავით ჩხეიძემ სამსახური დატოვა. მან “ფეისბუქში” ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ვრცლად ისაუბრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
დავით ჩხეიძე:
“23-24 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ. მიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში.არასდროს არ ვყოფილვარ პარტიულად მიკერძოებული და ჩემი საქმიანობისას არასდროს მიხელმძღვანელია პარტიული შეხედულებებით
გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი რომ ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნების შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე….
გეტყვით ერთ მარტივ გამოწვევას, რომელიც ყველას აქვს, ვისაც უმუშავია სახელმწიფო სამსახურში – ეს არის, ან დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, ზემდგომის სურვილს, ეს არის ყოველთვის კორუფციის წყარო, ჩაგვრის წყარო ადმინისტრაციულ სამსახურში, არასათანადო მოპყრობის წყარო, მათ შორის, სამსახურებრივი გულგრილობის წყარო, ან მისდიო პროცედურას.მისდიო კანონს და კონსტიტუციას და იმოქმედო კონსტიტუციის ჩარჩოში, კანონის ჩარჩოში, უფლებამოსილებების ჩარჩოში და არა ვიღაცის პიროვნული დავალებით.
დღეს ეს კანონმდებლობა მიდის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით – ადამიანს უქვემდებარებს ზემდგომს.რაც მთლიანად უგულებელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს. გარდა ამისა, შენზე პასუხისმგებლობას ანიჭებენ ზემდგომს, შესაბამისად, ჩემი დარჩენა ამ სამსახურში გულისხმობს ჩემი ზემდგომის პასუხისმგებლობის დაყენებას.
როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე; როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთნ, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა როდემდე? როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან.
მე გამოვხატავდი სამოქალაქო პოზიციას აქტიურად. მე არ ვარ არც აქტივისტი, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ვთვლიდი, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო გამომეხატა, სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოზიცია., ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე და ამავე დროს, ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიული მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავი ამ უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა.
მე ვფლობ დიპლომატიურ პასპორტს. ევროკავშირში გვაქვს სანქცია სამსახურებრივ პასპორტზე. მე აღარ ვარ სანდო და მისაღები ადამიანი ევროპელი პარტნიორებისთვის.
დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, რომ დავთანხმდე ამ რეპრესიებს თუ არ დავთანხმდე. მე ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე… უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით, როგორც საჯარო მოხელე”, – ამბობს დავით ჩხეიძე ვიდეომიმართვაში