გელენჯიკში დრონებმა “პუტინის სასახლის” მახლობლად მდებარე ობიექტებზე მიიტანეს იერიში

წუხელ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კრასნოდარის ოლქში, გელენჯიკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განახორციელეს დარტყმები.
„სოფელ კრინიცაში ერთ-ერთი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა დაუმთავრებელი შენობა. სოფელ ჯანხოტში დრონი ხეებს დაეცა, ხანძარი ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა. მისი თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი მოგერიებულ იქნა საჰაერო თავდაცვის მიერ.
ს თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ღამით კრასნოდარის მხარეში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
იდოკოპასის კონცხზე მდებარე სოფელ ჯანხოტთან ახლოს მდებარეობს მამული და სასახლე, რომელიც, მრავალი გამოძიების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის აშენდა. სოფელ კრინიცაში ღვინის ქარხანა „სტარი პროვანსი“ აშენდა მამულში მოყვანილი ყურძნის დასამუშავებლად.
2021 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „სასახლე“ მას არ ეკუთვნის და იქ არასოდეს ყოფილა. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი მართლაც ცხოვრობდა ან სწვევია ამ შენობას, მაგრამ დოკუმენტებიდან აშკარაა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულია პრეზიდენტის ახლო წრე. პუტინის მეგობარმა, ბიზნესმენმა არკადი როტენბერგმა, განაცხადა, რომ ის არის შენობის მფლობელი. 2021 წლის შემდეგ არც ის და არც პუტინი სასახლესა და მის ბედზე არ საუბრობენ.
მაისის დასაწყისში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეხუთე ვადით ინაუგურაციის წინა დღეს, ოპოზიციის ლიდერის, ს თანამოაზრეებმა გამოაქვეყნეს ვიდეო და ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ გელენჯიკის მახლობლად მდებარე სასახლის ინტერიერს ასახავს.

ასევე დაგაინტერესებთ