გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ის 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც მან უარი თქვა.

ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.