გელაშვილმა იტალიაში გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა

სერია B-ს მე-19 ტურში “სპეციამ” საკუთარ მოედანზე “მოდენასთან” ფრეს (1:1) 22 წლის მცველის ივა გელაშვილის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მიაღწია.
გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 64-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქე გუნდის თავდამსხმელი დიეგო ფალჩინელი წააქცია და “მოდენა” პენალტით ანტონიო პალუმბომ დააწინაურა, 90+2-ე წუთზე კი ქართველმა სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეხუთე მატჩში თავით გაიტანა.
“სპეცია” 17 ქულით მე-18 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 იანვარს სტუმრად “კომოსთან” ჩაატარებს.
სპეცია – მოდენა 1:1
გოლები: 0:0 პალუმბო (64, პენ), 1:1 გელაშვილი (90+2)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში