ჯგუფ “დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი წერს, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, ის მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშეა თანახმა, გამომძიებლების კითხვებს უპასუხოს.
კი მეზარებოდა ამაზე თქვენი შეწუხება გუშინ, მაგრამ გელაზე ისეთი იკადრეს, ალბათ ჯობს ვთქვა. გუშინ დამირეკა გამომძიებელმა პროკურატურაში დასაბარებლად “რაღაც საბოტაჟის საქმეზე” მოწმედ, რომლის დეტალებიც ჩემს ადვოკატსაც კი არ უთხრა. მე ჩემის მხრივ, რა თქმა უნდა, არანაირ საბოტაჟს არ შევსწრებივარ. გარდა ევროინტერგრაციის საბოტაჟისა ქართული ოცნების მხრიდან და თუ მაგაზეა საქმე, სიამოვნებით მივალ. ვუთხარი რომ მხოლოდ სასამართლოში მივალ. გადასცემენ დიდი ალბათობით ფორსმაჟორში სასამართლოს, რომ მომწყვიტონ ჩემს ჩვეულ ცხოვრების რიტმს, ამირიონ საქმე და თან ხალხი დააშინონ 4მდე. 4–ში ხალხი მაინც გამოვა, რაც არ უნდა ქნათ, თავიდან ვიფიქრე არ დავწერ, ვინმე არ დაშინდეს თქო და პანიკა არ გავაღვივო, მაგრამ ვინც ამაზე ვარდება პანიკაში, ალბათ 4–ში არაცაა არსად გამსვლელი. მე მიჩვეული ვარ, ყოველ დიდ აქციამდე ჩემი დატერორებით, ხან ჩხრეკით, ხან სადღაც მიბარებენ, ხან მაჯარიმებენ და ა.შ. ამ ერთი წლის მანძილზე თუ ვერ მიხვდით რომ თქვენი დაშინება, გაშავება, ტროლები და სხვა ხერხები არ მაინტერესებს, ამ ერთხელ გაიგეთ, რომ მხოლოდ კუბოში გავჩერდები და მანდ ჩემი ჩაწვენა თუ მოხერხდება, ესეიგი სრულ დიქტატურაში ვართ, მაგ შემთხვევაში უკვე თქვენც მომიწვებით რა წამსაც თქვენს ბატონებს რამე არ მოეწონებათ.
ბედნიერ დღეს გისურვებთ”- წერს სამოქალაქო აქტივისტი.
