გეკითხებოდნენ კეზერაშვილზე და საუბრობდე ხახვზე და კიტრზე, – არ შეიძლება – მელია

“რეაქციაში” ამბობს:
არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა. არ შეიძლება უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გეკითხებოდნენ პირობითად ვამბობ, დათო კეზერაშვილზე და ისინი საუბრობდნენ ხახვზე და კიტრზე და ფასებზე, უხერხულად ჩანს.
ხელისუფლება დღეს არის დაქოქილი თოჯინასავით, ყველა არის ანგარიშვალდებული ერთ ადამიანთან, ეს რომ მდომოდა, გამოსავალს ვიპოვიდი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ის ადამიანები არ არიან იმ გუნდში და ვერც იქნებიან და არც იქნებიან, მათ აქვთ თავიანთი პარტია. ვუსურვებდი, რომ რაც შეუძლიათ პოზიტიური გაეკეთებინათ, ჩავაბარე წარსულში. არ შეიძლება დავემსგავსოთ იოტისოდენა ხარისხშიც კი „ქართულ ოცნებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის