გეკა გელაძე არის გამორჩეული პროფესიონალი

გეკა გელაძე არის გამორჩეული პროფესიონალი
„უნდა მივეჩვიოთ, რომ არ გავაკეთოთ განცხადებები იმ ლოგიკაზე, რომელი ლოგიკითაც მოქმედებს სხვა. ლოგიკაზე თუა საუბარი, გეკა გელაძეს უნდა კითხოთ, რა ლოგიკით განხორციელდა გადანაცვლებები. ალბათ 90 პროცენტზე მეტი იყო როტაცია და ბუნებრივია, ამას მივესალმებით“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა -ში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.
მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. ის აღნიშნავს, რომ საკადრო ცვლილებებს ახორციელებენ პროფესიონალები. გეკა გელაძემ კი მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა.
„მე პირადად მიმაჩნია, რომ 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე განსაკუთრებით, აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. შემიძლია ვაჟა სირაძის მაგალითი მოვიტანო. უდავოდ სერიოზული პროფესიონალია და თავისი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. ის დიდი წარმატებით ართმევდა და ართმევს თავს თავის მოვალეობას და მისმა პერსონამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სამაგალითო პოლიციელი იყოს. ის გადავიდა ასევე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად. ასევე შეგვიძლია გავყვეთ თითოეული მათგანის პოზიციურ ცვლილებას. პროფესიონალები ახორციელებენ ამ ცვლილებას.
გეკა გელაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, საკადრო გადაადგილებები, მათ შორის, როგორც სხვა რამ არ ეშლება და სწორად მართავს თავის უწყებას, ამასაც სწორად განახორციელებს და ასევე, მინდა მივესალმო მის ნაბიჯებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული რეფორმატორული მიდგომების შესახებაც კი. ვახტანგ გომელაური ძალიან დიდი წარმატებით ართმევდა ამ ყველაფერს თავს და გეკა გელაძემ მიიღო გამოწვევა, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა. ჩვენი მიდგომაა, რომ არ იყვნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დარღვევა ყველასთვის არის დარღვევა და ამ მიდგომას კიდევ უფრო თუ განამტკიცებს გეკა გელაძე, ბუნებრივია ამას მივესალმებით და პირიქით, მოვუწონებთ და ხელს შევუწყობთ ამ მიდგომაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება. საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო