გედევან ფოფხაძე – შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება – შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ

ლევან ცუცქირიძის შემოთავაზებაზე მყისიერ პასუხს ვერ ვიძლევით, – ასე უპასუხა “ინტერპრესნიუსთან” მოშიმშილე პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარტია “თავისუფლების მოედნის” ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს, რომელმაც პარლამენტთან მოშიმშილეებს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
როგორც ფოფხაძე განმარტავს, შიმშილობის შეწყვეტისთვის შესაბამისი არგუმენტაცია სჭირდებათ.
“დღევანდელი დღე გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, იმ რეპრესიების, იმ ტერორის, დევნის ფონზე, რაც იყო. ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, რომ ის არ გაჩერდება, არ დაიჩოქებს და უკან არ დაიხევს. ჩვენი პოლიტპატიმრები ციხეებში არიან და არც სამართლიანი ს პერსპექტივა არაა, მოთხოვნები სწორედ ეს იყო. ჩვენ რომ შევწყვიტოთ შიმშილობა, ამისათვის შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება ჩვენს წრეშიც. ეს არის ის ეტაპი, რომელიც რაღაც ახალს მოგვცემს, ამიტომ ამაზე უნდა დავილაპარაკოთ. ახლა უფრო გარკვეულ ეიფორიაში ვართ, მძლავრი პასუხი იყო ქართველი ხალხის მხრიდან იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა რეჟიმთან მიმართებაში, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი აქცია შევწყვიტოთ, ან ტრანსფორმირება მოვახდინოთ, ამისათვის მაინც გვინდა უფრო მშვიდი და დამჯდარი პოზიცია”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა – ზვიად გაგუას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო