გედევან ფოფხაძე – „ქართულმა ოცნებამ“ დაჭერა კი არა, შეიძლება დახვრეტაც დაიწყოს – ადრე ვიღაცას რომ ეთქვა, წულუკიანი ამას გააკეთებდა, ჩავთვლიდი, რომ ვიღაც კოშმარულ რაღაცას მეუბნებოდა თეაზე

თუ იზოლაციისკენ მიდიხარ, დაჭერა კი არა, შეიძლება დახვრეტაც დაიწყო. მე მგონია, რეჟიმი უკუქცევადი გზით მიდის. არ გამოვრიცხავ, სამართლებრივი სივრციდან კიდევ უფრო დაშორებას – 2012-2014 წლებში ვიღაცას რომ ეთქვა, წულუკიანი ამას გააკეთებდა, ჩავთვლიდი, რომ ვიღაც კოშმარულ რაღაცას მეუბნება თეაზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვართ, მაშინ ივანიშვილი და სამშობლოს ღალატისთვის, კონსტიტუციის დარღვევისთვის, ხელუხლების უზურპაციისთვის ციხეში უნდა ისხდნენ“.
„სხვა გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლებოდა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებ, იმაზე, რაც 1-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ექცევა. გარდა ამისა, კომისია უკანონია, რომელიც პიარული პროპაგანდისტული მიზნით შეიქმნა. მე მიმაჩნია, რომ კახა ოქრუაშვილმა სწორი გააკეთა, როცა ის კომისიაზე არ მივიდა, იმ კომისიაზე მისვლა არის ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაზარალება და დაზიანებაა, კომისიის არსებობაც კი საზიანოა. „ქართული ოცნების“ მხრიდან რაც ქვეყანაში ხდება, ეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების ხელყოფაა. ვხვდებით, რასაც ემსახურება ეს გადაწყვეტილებები. ეს ხალხი ჩვეულებრივი კარიერისტები არიან, რომელიც ივანიშვილმა იმიტომ შემოიკრიბა, რომ მორჩილი, უტყვი, კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც ყველა სურვილს შეუსრულებენ. „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური გუნდი არ არსებობს, არის ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ივანიშვილს ემსახურება. კრიმინალური ბანდაა, რომელმაც ყველა კანონი დაარღვია იმისათვის, რომ ხელისუფლებაში იყოს. ამ სასამართლო პროცესებით ხელისუფლება ოპონენტებს ელაპარაკება. მათი მდგომარეობა სასაცილოც აღარ არის, უკვე დამთრგუნველია. შესაძლოა ყველა დაიჭირონ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გედევან ფოფხაძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს შეიძლება მის მიმართ რეპრესია იყოს, რადგან მან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ს განდევნა უზრუნველყო.
„ვვარაუდობთ, რომ ეს შესაძლოა, რეპრესია იყოს, რადგან მან რუსეთის განდევნა უზრუნველყო საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „ქართული ოცნება“ კი ასეთ საქციელს არავის აპატიებს. „ოცნებას“ მიაჩნია, რომ მათი მთავარი ამოცანა არის, რომ რუსეთს აამონ და თავი მოაწონონ.
როდესაც ასეთ ორგანიზაციაში შენი მოქალაქე ხელმძღვანელ თანამდებობაზე გყავს და თუ ვერ ხვდები, რომ ეს კარგი და საამაყოა, მაშინ ეს ადამიანები მოსახლეობის ინტერესებით არ სარგებლობენ. ჩვენი ინტერესი თუ არის, რომ საქართველოს წარმატებული მიმართულება ტურიზმი იყოს, ამაზე უკეთესი კაპიტალი რა უნდა გვქონდეს, რომ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში შენი მოქალაქეა?
ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გამოთქმული ტერმინები სიტუაციის ადეკვატურია და ეს გაბრაზება სამართლიანია. საჯარო ინტერესი დაზარალდა. ეს საერთო კონტექსტია. მე კარგად მახსოვს ივანიშვილი, როცა მარიხუანას კულტივაციას ლობირებდა, მაშინდელი მისი ფინანსური ინტერესი, როცა უმრავლესობის სხდომაზე ვუხსნიდით, რომ – „შენ შეიძლება, რაღაც ფული დაგრჩეს, მაგრამ ქვეყნის იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული“ – ეს ადამიანი ამაზე აცრილი იყო, ვერ აღიქვამდა, ამას როგორც არგუმენტს. მგონია, რომ მათი დამოკიდებულება ერთადერთი მოტივაციით არის ნაკარნახევი – „ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში“. რაც დრო გავა ეს ხელისუფლება, მეტ მარაზმში შევა“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ, ასევე, „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადებაც შეაფასა. მისი თმით, „ეს ტექსტი რუსული მენტალობით, „ეფ-ეს-ბეს“ ლოგიკითაა დაწერილი და არა ქართული პოლიტიკური ლოგიკით“.
„თუ შენ ამერიკასთან მეგობრობა არ გინდა, შეგიძლია მის პოზიციას ნებისმიერი ფორმით უპასუხო – გააკრიტიკო, თქვა, რომ „დიფ – სთეითმა“ უზრუნველყო ეს პოზიცია, დააბრალო, რომ მათ მასონები მართავენ, ან უცხოპლანეტელები, მაგრამ ამას ლოგიკა არ ექნება. „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება ლოგიკით არ ხელმძღვანელობს, ეს არის ხალხი, რომელიც თავისი სოციალური კომფორტისთვის ყველაფერს ხაზს უსვამს. ეს ადამიანები ხალხისა და ქვეყნის ინტერესს არა თუ ვერ, არც თვლიან საჭიროდ რაიმედ ჩააგდონ.
ეს ტექსტი ფსიქიატრმა უნდა შეამოწმოს, ეს ბოდვა. სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ამერიკა ჩინეთთან? ჩინეთში დიქტატურაა და ამერიკა ამის რაიმე ფორმით წახალისებას ახდენს? ამერიკის ურთიერთობა ჩინეთთან კომერციულია. როცა ამერიკას ურთიერთობის სტანდარტს უწუნებ და არკვევ თუ ის რა სტანდარტითაა ჩინეთთან და ირანთან, ეს რუსული სტანდარტია. რუსეთი ილაპარაკებდა ასე. რუსეთმა მსგავსი ტექსტი ამერიკას რომ გაუგზავნოს, შესაძლოა, რაღაც ლოგიკა ჰქონდეს, რადგან რუსეთი ისევ ზესახელმწიფოა, რომელიც მსოფლიო სტანდარტს ადგენს. ეს ტექსტი რუსული მენტალობით, „ეფ-ეს-ბეს“ ლოგიკითაა დაწერილი და არა ქართული პოლიტიკური ლოგიკით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ასევე, პოლიტიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილსაც გამოეხმაურა, რომლითაც მან -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა. გედევან ფოფხაძის თქმით, „ ვერც პოლიტიკურ და ვერც ადამიანურ ჭრილში შეფასების საგანი ვერ იქნება, არამედ მხოლოდ ფსიქიატრიულ ჭრილში“.
„ირაკლი კობახიძე ვერც პოლიტიკურ და ვერც ადამიანურ ჭრილში შეფასების საგანი ვერ იქნება, არამედ მხოლოდ ფსიქიატრიულ ჭრილში“. რამდენი წერილი გაუგზავნა კობახიძემ პუტინს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს? ამიტომ რა პრეტენზიები გვაქვს ამერიკასთან? ამერიკას ჩვენთვის ზიანი არ მოუყენებია, გვეხმარება, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ, რუსეთმა კი საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება მოახდინა, ტყვია არ გავარდებოდა რუსების გარეშე, არც აფხაზებთან და არც ოსებთან კონფლიქტი არ იქნებოდა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფოდ ვერ შევდგეთ და გვიყურებს, როგორც თავისი იმპერიის დანამატს, რომელზეც თავისი კონტროლის სურს განახორციელოს. მსგავსი წერილები რუსეთს მოეწონება. საქართველო რუსული პოლიტიკური გავლენის სივრცეში და რუსული პოლიტიკური სტანდარტით ცხოვრებას იწყებს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.