„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.
გედევან ფოფხაძე პარლამენტის წინ 27-ე დღეა შიმშილობს.
„27 დღეა შიმშილობის. სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობა გვესაჭიროება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან და ხელისუფლებისგან ამას აღარ ველოდებით“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“. მათ დღეს აქტივისტი ისაკო დევიძეც შეუერთდა.




