გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წიწამური, საგურამო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში შეეზღუდებათ.
ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში, 12:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, ზემო ლისზე, თხინვალაში, მუხათწყაროში და მიმდებარე სოფლებში.
ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება