გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში -მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 11:05 – საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭოპორტი, ახატანი, დავათი, აბანოსხევი. 11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ლამოვანი, ბურღულები, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, არაშენდა, გალავანი. 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, აღაიანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი, ძველი ქანდა, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს – ზაჰესში ავჭალის, პლატინის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში, ხოლო 15:20-დან 18:30 საათამდე – ზაჰესში კასკადის, გოჩა ცქიტიშვილის, ალექსანდრე ხეთაგურის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.