გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს, 10:00-დან 10:15
საათამდე და 12:45-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ბიწმენდი, საგურამო, ჯიღაურა, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში დიდგორის, წერეთლის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც