ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
