გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 13:00-დან 13:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 15:45 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-დან 17:50 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტი სოფელ დიღომში, თელოვანში; 4 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ანანური, ჩინთი, არანისი, დგნალი და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, სამრეწველო ზონასა და ზაჰესის ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია