გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის, თიანეთისა და სოფელ დიღმის აბონენტებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – პაატა ჯანიაშვილის, შერმადინის, ისიდორე დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ჩალიპირებში;
14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში;
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა