გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს, 07:00 საათიდან 09:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე – ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ ცხვარიჭამიაში.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, დბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში.
ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება