„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახი, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, გომეწარი, გუდრუხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გველეთი, დარიალი, გარბანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ჯიღაურა, ციხისძირი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.