გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის სოფლებს, ასევე, დიდ დიღომს შეეხება. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივნისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქვემო ლისი, ფშატების მიწა, ლელუბანი, თხინვალა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ღულელები, საყდრიონი, სიმონიანთხევი, ალოტი, დევენაანთხევი, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში; 13:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში კვირაცხოველის, ფელიქს ჰოლდაკის, მღდლიანთ უბნის, ფერმების უბნის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ , – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა