ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, სტივენის, კლაპროთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ქერანა და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში იოსელიანის, ზანდუკელის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.