გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს, 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალიწითლიანა და მიმდებარე სოფლებში.
„11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ორხევში, მუხათწყაროში, მსხალდიდში, სოფელ გლდანში, ავჭალასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.