გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთი, გველეთი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, გლდანის სამრეწველო ზონასა და ზაჰესში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბოდავი, არანისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს