გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 27 დეკემბერს, 14:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი, დავათი-შეეზღუდებათ.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 14:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი, დავათი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.