ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2017 წლიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, სწავლის პარალელურად, დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო. ერთ-ერთი მათგანი ნინი კობიაშვილია, რომელიც ამჟამად საქართველოს ბანკის ჯუნიორ ბრენდ მენეჯერის პოზიციას იკავებს.
