გახდი ს ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოსტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
ს ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლითმსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები.
კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 მარტის ჩათლით გაგრძელდება.
არ გადადო, აირჩიე შენთვის სასურველი კურსი და გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე:
• ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
• ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
• მობილური აპლიკაციების შექმნა
• გრაფიკული დიზაინი
• ფოტო-ვიდეოგრაფია
თიბისიმ, ტექსკოლა გასულ წელს დააარსა და მას უკვე 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სასწავლო პროგრამები ჯეოლაბთან პარტნიორობით შეიქმნა დაგანკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ტექსკოლისკურსების გავლის შემდეგ, თიბისი გაძლევთშესაძლებლობას სწავლა უკვე თიბისის IT აკადემიაში გააგრძელოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა – ზვიად გაგუას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო