გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა – დავით ჩიხელიძე

როგორც ვხედავთ, გახარია/ხაზარაძეს უსინდისობის და უპრინციპობის საკითხში ბევრი საერთო აქვთ, ღირსების კუთხით კი საგრძნობლად მოიკოჭლებენ! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ და ღია არიან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.
„გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა. მისთვის გუნდის ღალატი და მტრის მხარეს გადასვლა ჩვეულებრივი მოვლენა არის, როგორც გახარიამ განაცხადა “ჩემთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა ლელოა- ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”
ახლა გავიხსენოთ რამდენიმე წლის უკან რას ამბობდნენ ერთმანეთზე “წესიერების” განსახიერება ეს ორი ადამიანი.
გახარია ხაზარაძეზე: პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჭორაობის და ტყუილებისთვის.
გახარია ხაზარაძეზე: ეს არის ხანდაზმული თაღლითი.
თავის მხრივ ხაზარაძე გახარია თვალთხარიას უწოდებდა და არა მხოლოდ.
ხაზარაძე გახარიაზე: აბსოლუტურად დაუმსახურებლად იკავებს პრემიერმინისტრის პოზიციას.
ხაზარაძე გახარიაზე”ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში”
: გახარია არის მშიშარა ადამიანი.
როგორც ვხედავთ, გახარია/ხაზარაძეს უსინდისობის და უპრინციპობის საკითხში ბევრი საერთო აქვთ, ღირსების კუთხით კი საგრძნობლად მოიკოჭლებენ!“ – წერს ჩიხელიძე